spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – პუტინს სურს, “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს მის პროპაგანდაში, რომ მშვიდობას იცავენ

ის, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და ამიტომ ეხმარება მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას.

 

“რა მოტივი აქვს პუტინის რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისას? ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს ქართველებზე გული მოუბრუნდა.

 

ერთადერთი ლოგიკური ახსნაა, რომ პუტინს სურს “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს მის პროპაგანდაში, რომ მშვიდობას იცავენ და რუსეთისგან საფრთხე მათ ხელში არ გვემუქრება.

 

უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ შეიძლება მტრული სახელმწიფოს ლიდერს საქართველოს ხელისუფლების დახმარება სურდეს?

 

აქაც ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ აბსურდული ვერსია, რომ ჩვენს მტერს საქართველოსთვის კარგი უნდა.

 

რჩება მხოლოდ ერთი ლოგიკური, რაციონალური პასუხი, ერთადერთი სიმართლე:

 

ის, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს შედის პუტინის რუსეთის ინტერესებში და ამიტომ ეხმარება მას ძალაუფლების შენარჩუნებაში, კერძოდ საქართველოს დაპირისპირება და იზოლაცია დასავლეთისგან, რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება, უადვილებს მას იმ ამოცანას, რომელიც ჰქონდა, აქვს და ექნება, სანამ რუსეთს ბუნების რეჟიმი მართავს: საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება.

 

ვითომ მშვიდობის დაცვის ლოზუნგით “ქართული ოცნება” დაუცველს გვტოვებს მთავარი საფრთხის წინაშე”, – აცხადებს ბოკერია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები