spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ყველაზე უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, უნდათ, რომ პანიკა დათესონ

ახლა აირჩიეს ამ ფარისევლებმა კონსერვატიული მხარე, რომლებიც სოციალისტების წევრები იყვნენ და ულტრამემარცხენეებთან მეგობრობდნენ, სანამ იქიდანაც არ გამოადგეს , – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნება” მოქალაქეებისთვის ახალი ილუზიების შექმნას ცდილობს.

 

“ისინი ხედავენ, რომ მათი სტრატეგია რაც ჰქონდათ საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის, ამ ანტიდასავლურმა, ანტიქართულმა საქმემ, მარტო რუსულმა კანონმა კი არა, მთლიანად სადაც კი  წავიდნენ – ისინი დააზიანა, იმიტომ, რომ ისინი კარგავენ და უკვე დაკარგეს ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ “ოცნება” არ ვარგა, მაგრამ ჯობია, არ გავრისკოთ ცვლილება, ან ისე ცუდად არ არის საქმე და ეს რომ დაინახეს, რომ აქ კრახი აქვთ, ისევ შეეცდებიან ილუზია შექმნან. 

 

ამბობენ, თან დასავლეთში მივდივართ და თან ყველას დავიჭერთო –  ეს ძალის მაჩვენებელი კი არ არის, პირიქით, ყველაზე უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, უნდათ, რომ პანიკა დათესონ.

 

ახლა აირჩიეს ამ ფარისევლებმა კონსერვატიული მხარე, რომლებიც სოციალისტების წევრები იყვნენ და ულტრამემარცხენეებთან მეგობრობდნენ, სანამ იქიდანაც არ გამოადგეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები