spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგა ბოკერია – ქვეყანას, რომელსაც ივანიშვილისნაირი კაცი აკონტროლებს, უკვე სანქცია გვაქვს დადებული

ქვეყანას, რომელსაც ივანიშვილისნაირი კაცი აკონტროლებს,  უკვე  სანქცია გვაქვს დადებული,  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა  ბოკერიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ახლანდელი მდგომარეობა ქვეყანას განვითარების ყველა შანსს უკლავს. 

 

“უკვე სანქცირებული ვართ.  როგორც ქვეყანა, როდესაც ასეთი ხელისუფლება გვყავს. ამ ვითარებაში,  როდესაც ასეთი კითხვები არსებობს შენს ხელისუფლებასთნ, ეს გვიკეტავს ყველა გზას ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებისათვის. 

 

როდესაც ეს ეჭვები არსებობს ქვეყნის მიმართ, ნდობა არის ნული. სანქციებს რომ დავანებოთ თავი, ახლანდელი მდგომარეობა უკვე გვისპობს ყველანაირს შანსს,  რომ ამ ჭაობიდან გავაღწიოთ, მაშინაც კი,  როდესაც ეს  ბოროტების იმპერია  უკრაინაში დამარცხდება. 

 

ამ დამარცხებით ეს ბოროტების იმპერია არ გაქრება, დიდი ალბათობით, შემდეგ  მოხდება  ხელახალი  „ბერლინის კედლის“ გავლება.  ამ ვითარებაში კი ჩვენ როგორც ქვეყანას, რომელსაც ივანიშვილისნაირი კაცი აკონტროლებს, უკვე  სანქცია გვაქვს დადებული“, – განაცხადა ბოკერიამ. 

 

რაც შეეხება ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებას, ბოკერია მიიჩნევს, რომ ამის პროგნოზირება ძნელია.  

 

“თავისუფალი სამყარო როდის  მივა იმ ზღვრამდე, რომ ფორმალური ნაბიჯები გადადგას, ამის პროგნოზირება  რთულია.  ჯერ პუტინის ყველა ოლიგარქი არ არის სანქცირებული. ეს არის ბიუროკრატიული პროცესი.  სანქცირებას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები, ამას ჭირდება ხოლმე დრო“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ფორმალური შედეგის მიუხედავად, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის პერსპექტივა არ აქვს. 

 

“ეს ფანჯარა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,  არ იქნება მოკლე, ბოროტების იმპერია ასე  სწრაფად არ დამარცხდება, ამ ფანჯარის განმავლობაში თუ ეს ხელისუფლება და ეს კაცი გვეყოლება, ჩვენ დავკარგავთ კიდევ ერთ ისტორიულ შანსს,  ეს დაუჯდება ძალიან ძვირი თაობებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები