spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – ტყუილია, რომ ფარცხალაძეს ვერ გაასამართლებს ქართული სახელმწიფო, პრეზიდენტის პოზიცია არის სრული აბსურდი

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

“ტყუილია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძეს ვერ გაასამართლებს ქართული სახელმწიფო.

 

პრეზიდენტის პოზიცია არის სრული აბსურდი და ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად, არღვევს ქართულ კანონმდებლობას“, – წერს ბოკერია.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები