როგორი სწორი ხედვაც არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ჩვენს დიდი ხნის მეგობარ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურებს, თუ შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს მტრის და მათი მტრის ინტერესებით მოქმედებს, გარდაუვალად იწვევს დაშორებას – ვერ დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ არ ვართ ფორმაში, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორებისგან მკაფიო გზავნილები სჭირდება.
“როგორი სწორი ხედვაც არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს მნიშვნელობაზე ჩვენს დიდი ხნის მეგობარ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურებს, თუ შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს მტრის და მათი მტრის ინტერესებით მოქმედებს, გარდაუვალად იწვევს დაშორებას – ვერ დაგვეხმარებიან, თუ ჩვენ არ ვართ ფორმაში. ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო გზავნილები და ეს ასეც არის, შემდეგ გვჭირდება, როცა ჩვენ ფორმაში ვიქნებით, დავიბრუნებთ ფორმას, სწრაფი გადაწყვეტილებები მთელი თავისუფალი სამყაროს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ ნატოს, ევროკავშირის გაფართოებასა და ბოროტების იმპერიის – რუსეთისა და მისი მოკავშირე ტირანიების წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს შეკვრას. ამ პროცესში საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი როლი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.