ბიძინა ივანიშვილის პირადი სანქცირება უკვე გადაწყვეტილია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში. მე ასევე, ველოდები საერთო ევროპულ გადაწყვეტილებასაც ივანიშვილის პირად სანქცირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საარჩევნო პროცესზე.
“ბიძინა ივანიშვილის პირადი სანქცირება უკვე გადაწყვეტილია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში. მე ასევე, ველოდები საერთო ევროპულ გადაწყვეტილებასაც ივანიშვილის პირად სანქცირებასთან დაკავშირებით.
ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საარჩევნო პროცესზე, თუ როგორ ჩატარდება 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში.
ის, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან უკვე არიან პერსონალური სანქციების ქვეშ”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.