ეს არის ერთგვარი ჯილდო იმ რუსული საქმეების, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ. სასაცილოა ამ წოდების მინიჭება, – ამის შესახებ Front News-თან “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ ვახტანგ გომელაურისთვის ახალი წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ქვეყანაში ძალადობას ახალისებს.
“სასაცილოა ამ წოდების მინიჭება, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ მაღალი წოდება, თუ სწორად მახსოვს, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ასეთი მაღალი საპოლიციო წოდების მქონე არავინ ყოფილა საერთოდ და თან ეს არის ჯილდო ამ საერთაშორისო სანქციების ფონზე. ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ რაღაც სასაცილო წოდებებს და ღირსების ორდენებს ჩამოარიგებს, რამე შეიცვლება ამით. სინამდვილეში, ბოლო ამ ყველაფრის იქნება ერთადერთი, რომ ეს ბოროტი სისტემა, რომელიც შექმნა ბიძინამ, გომელაურმა და სხვამ, აუცილებლად დაიშლება და საერთაშორისო სანქციებსაც ექნება თავისი მნიშვნელოვანი წილი. მთავარი, ვინც ჩამოშლის ამ ყველაფერს იქნებიან საქართველოს მოქალაქეები და იქნება მათი პროტესტი. ეს არის ერთგვარი ჯილდო იმ რუსული საქმეების, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.