spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ლემონჯავა – ეს ეხება გზის გადაკეტვის პროცესს, ნიღბის ტარების უფლებას და პიროტექნიკის გამოყენებას, არ გადაიხადოთ პატრულის ეს ჯარიმები, გაასაჩივრეთ

მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც მონაწილეობს შეკრება-მანიფესტაციებში, რომ არ გადაიხადოს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ. არსებობს სისტემაში ბზარი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი კოალიცია მოქალაქეებს მსგავსი ტიპის საკითხებზე იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

“მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც მონაწილეობს შეკრება-მანიფესტაციებში, რომ არ გადაიხადოს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ იმიტომ, რომ არსებობს სისტემაში ბზარი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. როგორც იცით, პირველ თებერვალს ვაჟა სირაძემ შესაბამისი პატაკით მიმართა გომელაურს, სადაც მიუთითა, რომ უჭირდათ ამდენ ჯარიმაზე სამართლებრივი რეაგირება. 3 რიცხვში უკვე დაინიცირდა შესაბამისი ცვლილებები და 7-ში შევიდა ძალაში. ეს ეხება გზის გადაკეტვის პროცესს, ნიღბის ტარების უფლებას და პიროტექნიკის გამოყენებას. არ გადაიხადოთ პატრულის ეს ჯარიმები. გასაჩივრება აჩერებს გადახდის პროცესს, თქვენ არ მოგიწევთ გასაჩივრების პერიოდში ჯარიმის გადახდა, ვაპირებთ, სისტემა დავტვირთოთ მაქსიმალურად. ადამიანების შესაშინებლად შექმნილი ჯარიმები გახდა პრობლემა რეპრესიული სისტემისთვის. რაც შეიძლება მეტი საჩივარი უნდა შევიტანოთ და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბზარი, რომელიცაა რეპრესიულ სისტემაში.

ეს ჯარიმები, რომლებიც მოიფიქრა შსს-მ და რეპრესიულმა სისტემამ არის უკანონო, მაგრამ მეორე მხრივ, მათ ჰქონდათ იმედი, რომ ამით შეაშინებდნენ ადამიანებს, შეაჩერებდნენ პროცესს. სინამდვილეში, ყველაფერი შეტრიალდა პირიქით. ეს ჯარიმები გახდა პრობლემა მათთვის. ქუჩის გადაკეტვაზე თუ სხვა საკითხზე უკანონო ჯარიმა არ გადაიხადოთ მყისიერად. ჩვენი კოალიცია დაგეხმარებით შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციით”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები