შავი ზღვის რეგიონში საქართველო არის ბოლო ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს რუსეთისთვის საყრდენს, ამიტომ არის ასეთი ძვირფასი ივანიშვილი პუტინისა და კრემლისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საკაცობრიო მნიშვნელობის ამოცანა დგას, რომ დამარცხდეს ივანიშვილი, რითაც გათავისუფლდება ეს რეგიონი ძალიან დიდი ხნით კრემლისგან.
“ხომ არავის სჯერა, რომ “ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობა ოპოზიციის ასაკრძალად ან ოჯახური ღირებულებების დასაცავად უნდოდა. ამას მაშინაც კარგად ვხვდებოდით და ახლაც კარგად ვიცით, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები სინამდვილეში, იყო ყალბი და სისულელე. “რუსული კანონის” შემოღება, რუსული სპეცოპერაცია 26 ოქტომბერს და ის, რაც ახლა ხდება, არის ერთი დიდი კონტექსტის ნაწილი, რომელიც 2012 წლიდანაა დაწყებული.
შავი ზღვის რეგიონში საქართველო არის ბოლო ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს რუსეთისთვის საყრდენს, ამიტომ არის ასეთი ძვირფასი ივანიშვილი პუტინისა და კრემლისთვის. ახლა საკაცობრიო მნიშვნელობის ამოცანა გვიდგას, რასაც ჰქვია, რომ დავამარცხოთ ივანიშვილი, რითაც გავათავისუფლებთ ამ რეგიონს ძალიან დიდი ხნით იმ ბოროტებისგან, რასაც ჰქვია კრემლი”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.