spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ლემონჯავა – ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ წინასწარ შეაფასოს და აღწეროს ასეთი რისკის ზონები და იზრუნოს ამ რისკების განეიტრალებაზე

ბოროტი სისტემის მთავარი ინსტინქტი არის, რომ ადამიანის უბედურებაზე დააშენოს მერე საკუთარი პოლიტიკური რეიტინგები. ამ უბედურებებსაც იყენებს ვიღაცის დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ წინასწარ უნდა აღწეროს რისკის ზონები და მათზე იზრუნოს.

“ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის ის თუ როგორ იქცევა ასეთი უბედურებების დროს ხელისუფლება. პირველი ინსტინქტი, რაც უჩნდებათ, არის, რომ მიიღოს, რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური ზიანი და ვიღაცას გადააბრალოს. ეს ვიღაცა ხან არის სტიქიური  მოვლენა, ხან ოპოზიცია, ხან გაუგებარი ჯგუფები. ამ ბოროტი სისტემის მთავარი ინსტინქტი არის, რომ ადამიანის უბედურებაზე დააშენოს მერე საკუთარი პოლიტიკური რეიტინგები. ამ უბედურებებსაც იყენებს ვიღაცის დისკრედიტაციისთვის.

ახლა არის სოლიდარობის, ადამიანების დახმარების დრო. რასაც ხელისუფლება აკეთებს პოლიტიკური ქულების დასაწერად, ეს არის ამორალური. უბრალოდ თოვლი მოვიდაო პაპუაშვილმა თქვა და დიახ, თოვლი მოვიდა, ეს ფაქტია. გურია რომ რისკის ზონაა, ესეც ვიცით ყველამ და ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ წინასწარ შეაფასოს და აღწეროს ასეთი რისკის ზონები და იზრუნოს ამ რისკების განეიტრალებაზე”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში დიდთოვლობაა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიაში, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლების ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ. თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. რთული ვითარებაა სხვა რეგიონებშიც. უამინდობის მატარებლების რამდენიმე რეისი გადაიდო. მთავრობის განკარგულებით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები