spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ლემონჯავა – მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ამიტომ მოექცევიან უპრეცედენტო წნეხის ქვეშ

ევროპარლამენტარების პოზიცია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით არის ძალიან ობიექტური და კრიტიკული. ისინი მოექცევიან უპრეცედენტო წნეხის ქვეშ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველასთვის ცნობილია.

“ევროპარლამენტარების პოზიცია “ქართულ ოცნებასთან ” დაკავშირებით არის ძალიან ობიექტური და კრიტიკული. მთავარი გზავნილი, რაც ევროპარლამენტიდან მოდის არის ამ არჩევნების არაღიარების შესახებ. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ვერ შედგება, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, იმიტომ, რომ მათ მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველამ კარგად იცის. ამიტომ, ისინი მოექცევიან უპრეცედენტო წნეხის ქვეშ”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ძირითადი საკითხი არჩევნების საქმეს შეეხებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები