spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ლემონჯავა – როცა ვსაუბრობთ, რომ სისტემა უნდა ჩამოვშალოთ, მათ შორის ვსაუბრობთ ამ ბიზნესმენებზე, რომლებიც ივანიშვილს უნდა გაემიჯნონ

ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი ე.წ. ბიზნესმენები, “მინიგარქები” არიან ამ რუსული სისტემის სახელმწიფო მიტაცების სპონსორები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემის ჩამოსაშლელად საჭიროა, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილს ჩამოშორდნენ.

“რასაც ჩვენ რეჟიმის ჩამოშლას ვუწოდებთ, სინამდვილეში, გამოიყურება ასე – რუსულ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი სისტემა აწყობილი, რომლის მეშვეობითაც მიიტაცა ხელისუფლება, ძალაუფლება და სახელმწიფო. ეს სისტემა შედგება კონკრეტული სეგმენტებისგან, კონკრეტული ადამიანებისგან, მაგალითად, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი ე.წ. ბიზნესმენები, მათ ჩვენ “მინიგარქებს” ვუწოდებთ, რომლებიც არიან ამ რუსული სისტემის სახელმწიფო მიტაცების სპონსორები, ანუ, ფულადი რესურსი. როცა ვსაუბრობთ, რომ სისტემა უნდა ჩამოვშალოთ, მათ შორის ვსაუბრობთ ამ ბიზნესმენებზე – “მინიგარქებზე”, რომლებიც ივანიშვილს უნდა გაემიჯნონ, შეწყვიტონ ეს საქმიანობა, რომლითაც აძლიერებენ ივანიშვილს”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები