spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ფარულავა – მარტვილში, “ოცნება” აბსურდული არგუმენტებით ითხოვს იმ უბნის შედეგების გადათვლას, სადაც პარტია “საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო

“მარტვილში, უბანზე, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო, ოცნება აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას.“- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

 

“მარტვილის N1 საარჩევნო უბანზე, სადაც ქართული ოცნება პირწმინდად დამარცხდა, ხოლო ჩვენი, პარტია “საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხორავამ მოიგო არჩევნები პირველივე ტურში, “ოცნება” აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას, თითქოსდა ხმის დათვლის პროცესის დროს ნერვიული ფონის გათვალისწინებით მთვლელები უშვებდნენ შეცდომებს. ეს მაშინ, როდესაც ხმის დათვლის პროცესის დროს რაიმე ტიპის პროცედურული საჩივარი არ დაფიქსირებულა“ – აცხადებს გიგა ფარულავა.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოლქის მხრიდან აღნიშნული დაკმაყოფილდა, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულება.

 

“ქართული ოცნების” მოთხოვნა აბსურდულია, თუ აღნიშნული დაკმაყოფილდა ოლქის მხრიდან, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი. ჩვენ ამ ფაქტს მივყვებით ბოლომდე და არ გაბედოთ, კიდევ ერთხელ ამომრჩევლის ხმის მოპარვა“.- აცხადებს გიგა ფარულავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები