spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი გიგიაძე – ამ აქტში ძალიან დეტალურად არის გაწერილი, თუ სად იმყოფება ჩვენი ქვეყანა

ამ აქტში ძალიან დეტალურად არის გაწერილი, თუ სად იმყოფება ჩვენი ქვეყანა, როგორ უახლოვდება ჩინეთსა და რუსეთს დე ფაქტო ხელისუფლება და როგორ იზრდება მათი გავლენები, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “მეგობარი აქტი” საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს გადახედავს.

“ჩვენ ახლა ვიმყოფებით ძალიან საინტერესო პერიოდში, როდესაც ამერიკელები უახლოეს მომავალში განიხილავენ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – “მეგობარ აქტს”. ეს არის დოკუმენტი, სადაც განხილულია ყველა ის ასპექტი, რომელიც არის, ან არ არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში და რომელიც თავიდან ბოლომდე გადახედავს ამ ურთიერთობებს.

ეს არის ძალიან დეტალურად გაწელილი დოკუმენტი, რომელიც თანმიმდევრულად ასახავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას საქართველოს განვითარებაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე. ამ აქტში ძალიან დეტალურად არის გაწერილი, თუ სად იმყოფება ჩვენი ქვეყანა, როგორ ებრძვის ამჟამინდელი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება”, დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს, როგორ მტრულად არის განწყობილი საქართველოს მეგობრებისადმი, როგორ უახლოვდება ჩინეთსა და რუსეთს და როგორ იზრდება მათი გავლენები”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

სენატში MEGOBARI Act-ის განხილვა 27 მარტს ჩაინიშნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები