ჩვეულებრივი პასპორტებით შესვლა თუ გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეკუთვნით დიპლომატიური პასპორტები, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ დიპლომატმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება დამალვის მცდელობა.
“ჩვეულებრივი პასპორტებით შესვლა თუ გადაწყვიტეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეკუთვნით დიპლომატიური პასპორტები, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, ანუ, ისინი იმალებიან, მალავენ თავიანთ დიპლომატიურ სტატუსს და ცდილობენ, რომ გაყალბებული ფორმით შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან სამარცხვინო პროცესია. ასეთი მცდელობის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობას ინდივიდუალურად ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს ამ ადამიანებს, თუ ისინი შეეცდებიან ორდინარული პასპორტით ქვეყანაში შესვლას”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროსაბჭომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერა.