spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი გიგიაძე – ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება ქართულ ხელისუფლებას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნებას

ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება ქართულ ხელისუფლებას, რომ ისინი არ აგრძელებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას და რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისგან ავტორიტარიზმი იგრძნობა.

“ქართული ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა ავტორიტარიზმისკენ გადახრის ფაქტი, რაც განაპირობებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დე ფაქტო გაჩერებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი პირდაპირ ეუბნება ქართულ ხელისუფლებას, რომ ისინი არ აგრძელებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას და რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნებას და მათი პოლიტიკა ვერანაირად ვერ გააგრძელებს ჩვენს  დაახლოებას ევროპასთან, ამიტომ, ეს არის ძალიან საყურადღებო. ეს ხდება არჩევნებამდე 11 დღით ადრე. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ პროცესი დაწყებულია გაცილებით უფრო ადრე.

სამი კვირით ადრე ჩვენ გვახსოვს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება, როდესაც უკვე ეჭვი იყო შეტანილი საქართველოში  დაგეგმილი არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ “საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს” .

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები