spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი გიგიაძე – ლავროვის განცხადება, ჩემი აზრით, “ქართული ოცნებისთვის” იყო პირდაპირ სამაშველო რგოლი

ლავროვის განცხადება, ჩემი აზრით, “ქართული ოცნებისთვის” იყო პირდაპირ სამაშველო რგოლი. მათ, ფაქტობრივად, იმავე ნარატივის გატანა სცადეს, – ამის შესახებ დიპლომატმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ განცხადებაში მისაღები არაფერია.

“ლავროვის განცხადება, ჩემი აზრით, “ქართული ოცნებისთვის” იყო პირდაპირ სამაშველო რგოლი. მათ, ფაქტობრივად, იმავე ნარატივის გატანა სცადეს. აქ საინტერესოა, რას ამბობს ლავროვი. ლავროვი ამბობს, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან შევეცდებით ურთიერთობები შევინარჩუნოთო, ეს რეალურად, ნიშნავს იმას, რომ ის შთაბეჭდილება, რასაც “ქართული ოცნება” შეიძლება, ტოვებდეს საზოგადოებაში, გამორიცხა ლავროვმა და თქვა, რომ ეს მათთვის არის მეზობელი სახელმწიფოები და გაუგებარია, რა არის ამაში მისაღები “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა გიგიაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები