სენატის რამდენიმე წევრი პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მათ დაასანქცირონ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირები და სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ამაზე, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 28 ნოემბრიდან დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაკეთდა 40-ზე მეტი მხარდამჭერი განცხადება.
“28 ნოემბრიდან დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქართველი ხალხისთვის გაკეთდა 40-ზე მეტი მხარდამჭერი განცხადება. როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში კარგად არიან ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რასაც ადგილი აქვს დღეს საქართველოში. ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, აპროტესტებენ თავდასხმას, დაკავებას.
ძირითადი აქცენტები კეთდება არჩევნებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და პარტნიორები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
სენატის რამდენიმე წევრი პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მათ დაასანქცირონ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირები და სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს ამაზე.
კაია კალასი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამას მოჰყვა სხვა ევროპული სტრუქტურების მხრიდან განცხადებები. ამ განცხადებებში ხაზგასმულია ქართველი ხალხის მხარდაჭერა და საუბარია სანქციებზე, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.