spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი კალანდაძე – არცერთი უკრაინელი სამხედრო არ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ექნება, რადგან მათ კარგად იციან, რა მოხდება

არცერთი უკრაინელი სამხედრო არ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ექნება, რადგან მათ კარგად იციან, რა მოხდება. მათ უკვე აქვთ საქართველოს მაგალითი, – ამის შესახებ  საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში არ არიან.

“უკრაინელები ნამდვილად არ არიან ალყაში, მინდა გითხრათ, რომ იყო საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა. მე გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეიდან 10,000-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული და რუსეთის ფედერაციას დასჭირდა ჩრდილოეთ კორეელი დამრტყმელი ბრიგადების გამოყენება, რადგან ჩვეულებრივი საარტილერიო ბრიგადები, რომლებიც მეორე ხაზზე არიან, ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმაც აღიარა, რომ ჩართული იყო ყველა დანაყოფი, რომელიც შეიძლება დაეხმარა. მობილიზებული იყო ყველა ელიტარული სპეცდანიშნულების სპეციალიზებული დანაყოფები.

მოხვდა მთელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ამას დაემატა ჩრდილო კორეელების, ასევე გაწვრთნილი ქვედანაყოფების მობილიზაცია.

გამოყენებული იყო დიდი რაოდენობის ავიაცია, ასევე ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენთვისაც ახალი იყო, მათ შორის ოპტიკური ბოჭკოვანი დრონები”, – განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს და მომავალ წელს უკრაინის მიერ ახალი სარაკეტო სისტემები, მობილური ჯგუფები და ახალი ტაქტიკით მოქმედი უპილოტო საფრენი საშუალებები იქნება გამოყენებული.

“დღეს და გუშინ გვქონდა შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში. არცერთი სამხედრო არ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი ექნება, რადგან მათ კარგად იციან, რა მოხდება. მათ უკვე აქვთ საქართველოს მაგალითი”, – განაცხადა კალანდაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები