spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი კუბლაშვილი – აბსოლუტურად ცხადად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან უკვე

მართლა ძალიან წააგავს ჰიტლერის თეორიებს, რომელიც ასევე ქადაგებდა იმის შესახებ, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის გერმანულ ნაციას და პირადად მას, – ამის შესახებ დიპლომატმა გიგი კუბლაშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები გათვლილია “ოცნების” მომხრეთა მცირე ნაწილზე.

“ბოდვა გაურკვეველი წინადადებების და მოსაზრებების,  ჩემი აზრით, გათვლილია მათი მომხრეების იმ ძალიან მცირე ნაწილზე, რომლებიც არიან ბნელი აღქმის, რომლებსაც დღემდე სჯერათ, რომ მსოფლიოს მართავენ მასონები და ის, რაც ხდება დაკავშირებულია უხილავი ჯგუფების არსებობასთან.

აბსოლუტურად ცხადად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან უკვე. მართლა ძალიან წააგავს ჰიტლერის თეორიებს, რომელიც ასევე ქადაგებდა იმის შესახებ, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის გერმანულ ნაციას და პირადად მას.

ცხადია, რომ სანქციები ძალიან წერტილოვანი, მძიმე დარტყმებია, რომელიც მიადგათ და უფრო მეტად მიადგებათ”, – განაცხადა გიგი კუბლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები