გარკვეული ნიშნები და გარკვეული იმედები იმისი, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, არის. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ტრამპის პოზიცია იქნება ძალიან უარყოფითი, – ამის შესახებ დიპლომატმა გიგი კუბლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურების მცირე, მაგრამ ნიშნები მაინც არსებობს.
“არის გარკვეული ნიშნები და გარკვეული იმედები იმის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, ამის ნიშნები არის. ძალიან ფაქიზი, მაგრამ ნიშნები ამის არის. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობით, მისი პოზიცია იქნება ძალიან უარყოფითი იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რას აპირებს ივანიშვილი – მას უნდა ჩინური და რუსული ინვესტიციების შემოტანა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გიგი კუბლაშვილმა.