spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი კუბლაშვილი – ეს არის დემარშის ძალიან მძიმე ფორმა, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივად, მეთაურს არავინ  იღებს

ამას დიპლომატიურ ენაზე ჰქვია დემარში. გაცილებით უარესი იქნება, თუ ჩვენ 26 ოქტომბერს ვერ დავამთავრებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ეს იქნება ბელარუსის გაცილებით უფრო მძიმე ვარიანტი. 90-იანი წლები იქნება მონაგონი, – ამის შესახებ დიპლომატმა გიგი კუბლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ივანიშვილის ხელისუფლება არ დასრულდა, ქვეყანა მიბმული იქნება ჭაობს, რომელსაც რუსეთი ჰქვია.

“ამას დიპლომატიურ ენაზე ჰქვია დემარში. ეს არის დემარშის ძალიან მძიმე ფორმა, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივად, მეთაურს – პრემიერ-მინისტრს არავინ არ იღებს და ის იძულებულია, რომ შეწყვიტოს ვიზიტი და წამოვიდეს დროზე ადრე ქვეყნიდან.

გაცილებით უარესი იქნება, თუ ჩვენ 26 ოქტომბერს ვერ დავამთავრებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ეს იქნება ბელარუსის გაცილებით უფრო მძიმე ვარიანტი, იმიტომ, რომ ბელარუსში რაღაც ადგილობრივი წარმოება მაინც მუშაობს და ჩვენ აღმოვჩნდებით უმძიმეს ვითარებაში, 1990-იანი წლები იქნება მონაგონი იმასთან შედარებით, რაშიც შეიძლება, აღმოვჩნდეთ. დავანებოთ თავი იმას, რომ ვერსად ვეღარ წავალთ, ვიქნებით ჩაკეტილები და მიბმულები ამ ჭაობს, რასაც ჰქვია რუსეთი”, – განაცხადა გიგი კუბლაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები