spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი კუბლაშვილი – ხალხის დამუხტვა ამ ლიდერების მხრიდან გაცილებით მეტად უნდა ხდებოდეს

ტრამპი არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ტრამპი იმოქმედებს ამერიკის ინტერესებით ისე, როგორც მას სჭირდება, – ამის შესახებ დიპლომატმა გიგი კუბლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ დასავლეთმა ივანიშვილის მიმართ ქმედებები შეცვალოს.

“ტრამპი არ არის საქართველოს პრეზიდენტი, ტრამპი იმოქმედებს ამერიკის ინტერესებით ისე, როგორც მას სჭირდება. საქართველო დღის წესრიგში არის და რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თითქმის გამორიცხულია, დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის მიმართ რამე შეტრიალდეს, რადგან ეს ნიშნავს თავისუფალი სამყაროს პრინციპების აბსოლუტურ დეგრადაციას, რაც არ მოხდება.

გათვლა უნდა იყოს მძიმე სცენარზე. ბევრი რამ გააკეთეს ოპოზიციურმა ლიდერებმა, რაც შეიძლება არ ჩანს, მაგრამ უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ხალხის დამუხტვა ამ ლიდერების მხრიდან გაცილებით მეტად უნდა ხდებოდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი ჰქონდეს”, – განაცხადა გიგი კუბლაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები