spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ამ ურთიერთობების დანგრევა უზარმაზარი დარტყმაა ქვეყნისთვის

წლების განმავლობაში აშშ-მა მოახდინა დაახლოებით, 6 მილიარდზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდი დოლარი იყო და ეს ყველაფერი დღეს არის უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

“წლების განმავლობაში აშშ-მა მოახდინა დაახლოებით, 6 მილიარდზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდი დოლარი იყო და ეს ყველაფერი დღეს არის უზარმაზარი საფრთხის ქვეშ. ისინი ხელს უწყობენ ამ ქვეყანას, რომ ჰქონდეს შემოსავალი და არ დაიცალოს ქვეყანა იმის გამო, რომ უმუშევრობა არის. შესაბამისად, ამ ურთიერთობების დანგრევა უზარმაზარი დარტყმაა ქვეყნისთვის. ამის ერთი მაგალითია, როცა  95 მილიონი ვერ მიიღო საქართველომ და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, რომელიც შეიძლება ბევრ საქმეს მოხმარებოდა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

“ერთიანობის” ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც  ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები