spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს კარის თამაშების ნაწილი

არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს კარის თამაშების ნაწილი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ჩამოვა და რაღაცას გააკეთებს, გააჩინა მოლოდინი, რომელიც ცოტა ხანში მისივე მეორე განცხადებით გაბათილდა. 

 

“სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია სხვადახვა ტიპის განცხადება. დღევანდელი განცხადების შემდეგ, როდესაც მან საღად და სწორად შეაფასა მოვლენები და არ იყო განაწყენება იმის გამო, რომ რამდენიმე ადგილას ვეღარ წავიდა, თქვა ასე გადაჭრით და ხაზგასმით, რომ მე ჩამოვალ და რაღაცას გავაკეთებ, განჩდა რაღაც მოლოდინი.  ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მას აქვს, არის შეწყალების ინსტრუმენტი.  მეორე წუთში გააკეთა განცხადება, როდესაც ეს იმედები გააქრო. 

 

“არა და არასოდეს“ – ეს კონსტრუქცია აბსოლუტურად  არ არის თანაზომადი იმ სურვილების, რაც უნდა ჰქონდეს შემრიგებელ ადამიანს. მედიატორს ყოველთვის აქვს კომპრომისის რეზერვი.  კომპრომისია ყველაზე მთავარი დიპლომატიაშიც, მოლაპარაკებაშიც. საკითხი წყდება ორგვარად ან შეთანხმებით, ან ერთმანეთის განადგურებით. არ გავმოვრიცხავ, რომ ეს იყოს კარის თამაშების ნაწილი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ საჩქაროდ ბრუნდება  საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, თუმცა რას აპირებს,  პრეზიდენტს ეს არ დაუკონკრეტებია. განცხადების გაკეთებიდან  მოკლე ხანში მან დააზუსტა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები