ორშაბათს ჩამოდიან ევროპის ქვეყნების ლიდერები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ მიტაცებულ არჩევნებს, იმ ფალსიფიცირებულ შედეგს, რასაც დღეს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც არის ძალიან მძიმე საქართველოს მომავლისთვის.
“ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ განცხადებებს, მოწოდებებს – კრიტიკას, გამოძიების მოთხოვნას, შესაბამისად ყურადღება არის და ეს ყურადღება იქნება მანამ, სანამ არ იქნება ძალიან მკაფიო პასუხი იმაზე, რაც მოხდა ამ არჩევნებზე და რაც ჩვენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის. ევროპის ლიდერები ჩამოდიან თბილისში, ესენი ძირითადად არიან საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ მიტაცებულ არჩევნებს, იმ ფალსიფიცირებულ შედეგს, რასაც დღეს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ეს არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ორშაბათს ჩამოდიან, არიან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერები და იმიტომაც აქვთ ასეთი რეაქციაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.