spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ძალიან ნათელია, რატომ არის ეს წელი და ეს არჩევნები გადამწყვეტი

ეს არის სწორედ გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი – ოპოზიციის გამარჯვება და მეორე – ხელისუფლების გაგრძელება, – ამის შესახებ “ერთიანობა-ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებზე საქართველომ და საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წავა ქვეყანა წინ.

“მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რატომ არის ეს წელი და ეს არჩევნები გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წავა ქვეყანა წინ, როგორ იქნება ის ინტეგრირებული დასავლეთთან, ვიქნებით თუ არა ჩვენ მომავალში ევროკავშირის წევრი, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, გვექნება თუ არა ამის პერსპექტივა, თუ ჩვენი პერსპექტივა იქნება ისევ ვიტრიალოთ რუსეთის ორბიტაზე და ვიყოთ დისტანცირებული დასავლეთისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომავლის და პერსპექტივის მომტანია – ეს იქნება ქვეყნის უკუსვლა და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის. ამიტომ ეს არის სწორედ გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი – ოპოზიციის გამარჯვება და მეორე – ხელისუფლების გაგრძელება”, – განაცხადა  გიგი წერეთელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები