აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის დღევანდელ განხილვაზე კვლავ იქნება საუბარი “აგენტების კანონზე”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში მსგავსი ტიპის კანონების ადგილი არ არის.
“აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის დღევანდელ განხილვაზე კვლავ იქნება საუბარი აგენტების კანონზე და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების მოქმედების გამო, საქართველო იქნება ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ხდება ასეთი ავტორიტარული რუსული ტიპის კანონების მიღება და გამოყენება ოპონენტების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წინააღმდეგ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი კანონების ადგილი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.