spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ხელისუფლება იღებს შეუდარებლად მეტ ფინანსებს, ვიდრე ეს აქვს სამოქალაქო სექტორს

ხელისუფლება იღებს შეუდარებლად მეტ ფინანსებს, ვიდრე ეს აქვს სამოქალაქო სექტორს. ჩვენ ვერ შევცვლით ხელისუფლების მენტალიტეტს, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების დეზინფორმაციას ევროკავშირმა მკაფიო პასუხი გასცა.

 

“ევროკავშირმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა დეზინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, თითქოს ამ ე.წ. გამჭვირვალობის გასასამართლებლად და ძალიან ნათლად ვხედავთ, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება იღებს შეუდარებლად მეტ ფინანსებს, ვიდრე ეს აქვს სამოქალაქო სექტორს. 

 

აქ ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ჩვენ ვერ შევცვლით ხელისუფლების მენტალიტეტს, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენს მთავარ პარტნიორებთან”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ  სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს ევროკავშირის მხრიდან 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებზე გადანაწილდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები