spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს და ალბათ, შეეცდება, კიდევ გამოიყენოს, რომ შექმნას პრობლემები ოპოზიციისთვის

ამ საარჩევნო პერიოდში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს და ალბათ, შეეცდება, კიდევ გამოიყენოს იმისათვის, რომ შექმნას პრობლემები ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამგვარი ზეწოლა გასულ წლებშიც იყო ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მისამართით.

“ამ საარჩევნო პერიოდში, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს და ალბათ, შეეცდება, კიდევ გამოიყენოს იმისათვის, რომ შექმნას პრობლემები ოპოზიციისთვის.

წინა პერიოდშიც ასე ხდებოდა, თუ არ ვცდები, 2021 წელს, მაშინ  “ევროპული საქართველოს” ბანერებს ეხებოდა, არ იყო ბანერების გამოფენასთან დაკავშირებით ნებართვა გაცემული. ეს ძალიან დიდი მაგალითი იყო იმისა, რომ სწორედ ბიზნესზე ზეწოლის გამო მოხდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, “ვისოლის” კომპანია “ალმა” მათ ქალაქში ბილბორდების განთავსებაზე უარს ეუბნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები