spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები არ უწესდებათ მოქალაქეებს, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს

მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები არ უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები. ეს არის დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების,რომლებიც 40 დღეზე მეტია, პროტესტს გამოხატავენ, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან მაღალ დონეზე – საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპულ საბჭოშიც იყო განხილვები, წინასწარი შეთანხმება არის, რომ სავიზო შეზღუდვები დაწესდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, არამედ ეს ვრცელდება მათზე, ვისაც აქვთ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი და ეს არის სწორედ ის ზომები, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის დასავლეთის მხრიდან, რითაც ცდილობენ, რომ აიძულონ დღეს არსებული დე ფაქტო ხელისუფლება, რომ შეცვალონ პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. ეს არის მხარდაჭერის გამოხატულების გზა ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების, ძალიან ბევრი ადამიანის, საზოგადოების უმრავლესობის, ვინც 40 დღეზე მეტია, პროტესტს გამოხატავს და ამის გამო ბევრი მათგანი არის დაპატიმრებული დღეს და დიალოგი არ არის კრიზისის განმუხტვის რეალურ გზებზე და ეს არის ახალი არჩევნები. შესაბამისად, სანამ იქნება ამგვარი სიჯიუტე, იქნება ასევე პასუხი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება აშშ თუ ევროპელები, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები