spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ფაქტია, რომ რუსეთს გაუჭირდა და ამიტომაც გამოაცხადა ეს მობილიზაცია

ფაქტია, რომ რუსეთს გაუჭირდა და ამიტომაც გამოაცხადა ეს მობილიზაცია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ  მარცხი მისი მძიმე დასასრულის მომასწავებელია. 

 

“ფაქტია, რომ რუსეთს გაუჭირდა და ამიტომაც გამოაცხადა ეს მობილიზაცია, პუტინი იბრძვის დღეს არა მარტო იმისთვის,  რომ უკრაინას წაართვას ტერიტორიები, პუტინი იბრძვის საკუთარი გადარჩენისთვის, მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი შეცდომა და წარუმატებლობა არის მისი ძალიან მძიმე აღსასრულის ტოლფასი“,  – განაცხადა გიგი წერეთელმა. 

 

მისი თქმით, რუსეთში დღეს დაწყებული გამოსვლები შესაძლოა, მაშტაბურ რყევებში გადაიზარდოს. 

 

“რუსეთში მასობრივი  გამოსვლები ვერ იქნება, რადგან ოპოზიცია პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს. პუტინის მმართველობის პირობებში ოპოზიციონერი ჟურნალისტი აღარ დარჩა.  ეს გამოსვლები შესაძლოა, შიდა რყევების გამომწვევი გახდეს, რადგან ყველა ცეცხლი რაღაც ნაპერწკლიდან  იწყება“, – განაცხადა წერეთელმა. 

 

პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ქალაქებში გამოსვლები დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები