როდესაც ხდება სანქციებით იმ რისკების შემცირება, რასაც ქმნის ხელისუფლება, ამაში გამოიხატება მხარდაჭერა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკვალოდ არ ჩაივლის ის ქმედებები, რასაც ხელისუფლება აკეთებს.
“როდესაც საუბარია სანქციებზე, როდესაც ხდება ამ სანქციებით იმ რისკების შემცირება, რასაც ქმნის ხელისუფლება, ამაში გამოიხატება მხარდაჭერა და წარმოუდგენელია, რომ ის ყველაფერი, რაც განსაკუთრებით ამ პერიოდში ხდება, უკვალოდ იყოს ჩავლილი და ადრესატი არ ჰყავდეს იმ დანაშაულს, იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენ ვნახეთ თბილისის ქუჩებში მომიტინგეების, ჟურნალისტების და პრაქტიკულად, ყველა ადამიანის მიმართ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.