სანქციები კიდევ უფრო ფართოვდება და ღრმავდება. ამის მაგალითია კიდევ ხელახლა ინიციირება ახალ კონგრესსა და სენატში MEGOBARI act-ის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქცირებულთა წრე კიდევ უფრო იზრდება.
“სანქციები კიდევ უფრო ფართოვდება და ღრმავდება. ამის მაგალითია კიდევ ხელახლა ინიციირება ახალ კონგრესსა და სენატში MEGOBARI act-ის, რაც ითვალისწინებს სანქციების კიდევ უფრო გართულებას, დამძიმებას იმ პირების მიმართ, ვინც არის პასუხისმგებელი ყველა მოქმედებაზე და მათი წრე კიდევ უფრო ფართოვდება, რომელთა ქმედებები არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა, ადამიანების უფლებების დარღვევა, დარბევა, კორუფცია”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.