spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – სულიერი შთამომავლები დღესაც არსებობენ იმ  ადამიანების, ვინც მაშინ გადაწყვიტა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია

უნდა გვესმოდეს, რომ სულიერი შთამომავლები დღესაც არსებობენ იმ  ადამიანების, ვინც მაშინ გადაწყვიტა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბრძოლა დღესაც გრძელდება.

“უნდა გვესმოდეს, რომ სულიერი შთამომავლები დღესაც არსებობენ იმ ადამიანების, ვინც მაშინ გადაწყვიტა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, დაპყრობა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა. ისინი არიან, პირველ რიგში, რუსები და ასევე არიან ჩვენი ქვეყნის შიგნითაც, ამიტომ, საქართველოს სჭირდება ბრძოლა. ეს ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ჩვენი დამოუკიდებლობა და ერთადერთი პირობა ამის არის ძლიერი ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ფეხზე და უნდა გვყავდეს ძლიერი მეგობრები იმისათვის, რომ არ განმეორდეს არასოდეს ის, რაც მოხდა იმ ავბედით 25 თებერვალს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები