spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – თუ დისტანცირებას ვახდენთ დასავლეთისგან, რჩება მხოლოდ რუსეთი, რომელიც მზად არის გადაყლაპოს დასუსტებული მეზობელი

თუ ჩვენ დისტანცირებას ვახდენთ დასავლეთისგან, რჩება მხოლოდ ერთი სახელმწიფო – რუსეთი, რომელიც ყოველთვის მზად არის თავის შემოგარენში გადაყლაპოს ნებისმიერი დასუსტებული მეზობელი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნებს შორის უპირობო თანამშრომლობა არ არსებობს.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის გზავნილები, რომელიც მეგობარი ქვეყნისგან მოდის და მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო აქტიური და ახლო იქნება. 

 

უნდა ითქვას, რომ უპირობო არაფერი არსებობს, შესაბამისად, როგორ შეიძლება ქვეყნებს შორის ურთიერთობები უპირობო, მით უმეტეს ამერიკასთან. ეს არის ის ღირებულებები, რაც მიღებულია ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ის გზა და ის მოქმედებები, რომელსაც ამ შემთხვევაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ახორციელებს, რომელმაც, პრაქტიკულად, წყალში გადაყარა მთელი ათწლეულების შრომა, მაგრამ ამერიკა ყველაზე დიდი დასაყრდენი იყო და არის საქართველოსთვის. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ დისტანცირებას ვახდენთ დასავლეთისგან, რჩება მხოლოდ ერთი სახელმწიფო – რუსეთი, რომელიც ყოველთვის მზად არის თავის შემოგარენში გადაყლაპოს ნებისმიერი დასუსტებული მეზობელი. ამერიკასთან და დასავლეთთან ურთიერთობა კი  ჩვენ გვაძლევს გაძლიერების პერსპექტივას”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები