spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აშშ ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს

აშშ ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თუ არ არის დემოკრატია, თუ შენ რუსეთს ირჩევ პარტნიორად და ადამიანის უფლებებს არ იცავ, შენთან არცერთი ადმინისტრაცია არ იმუშავებს, –  ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

“ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აშშ ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს. თუ არ არის დემოკრატია, თუ შენ რუსეთს ირჩევ პარტნიორად და ადამიანის უფლებებს არ იცავ, შენთან არცერთი ადმინისტრაცია არ იმუშავებს. საუბარი კი კვლავ არა სტრატეგიულ ურთიერთობაზე, არამედ სანქციებზე იქნება.

 

ამის ერთ-ერთი მკაფიო სიგნალი სწორედ ისიც არის, რომ “MEGOBARI act”, რომელიც მძიმე ნაწილსაც შეიცავს და ძალიან კარგსაც ვითარების ცვლილების შემთხვევაში, ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჯო უილსონის მიერაა ინიციირებული”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები