spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – 2021 წლის შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილ უმრავლესობას ვერ ვაჩვენეთ ერთიანობა

2021 წლის შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილ უმრავლესობას ვერ ვაჩვენეთ ერთიანობა. ხან ამას ვფუთავდით მრავალფეროვნებით და ცალ-ცალკე ამომრჩევლის მოზიდვის არგუმენტით, ხან სხვადასხვა არგუმენტით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არჩევნებამდეც შევთავაზეთ, ფაქტიურად, აუხსნელი ალგორითმი, რასაც ოთხსუბიექტიანი კოალიცია ერქვა და არჩევნების შემდეგაც, როდესაც დავინახეთ, რომ ჩაატარეს რუსული სტილის სპეცოპერაცია, მაგრამ, ახლაც არ ვაკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ საზოგადოებას ვანახოთ ერთიანობა, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ეს არის რუსული რეჟიმი, მისი კრიშა არის პუტინი და ეს რეჟიმი დაემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს”.

“დღევანდელმა დღემ დაგვანახა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს არის ბრძოლა ნერვების, ეს არის ბრძოლა გაძლების. ვინც აღმოჩნდება უფრო გამძლე, ვინც აღმოჩნდება უფრო გამჭრიახი, ზოგ შემთხვევაში, უფრო ცბიერი, რადგან ჩვენ ძალიან ცბიერ ადამიანთან და ცბიერ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ზოგ შემთხვევაში, აგრესიული, რადგან ფაქტია, რომ რეჟიმი ფიზიკურად გვჩაგრავს. 2021 წლის შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილ უმრავლესობას ვერ ვანახეთ ერთიანობა. ხან ამას ვფუთავდით მრავალფეროვნებით და ცალ-ცალკე ამომრჩევლის მოზიდვის არგუმენტით, ხან სხვადასხვა არგუმენტით, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ არჩევნებამდეც შევთავაზეთ, ფაქტიურად, აუხსნელი ალგორითმი, რასაც ოთხსუბიექტიანი კოალიცია ერქვა და არჩევნების შემდეგაც, როდესაც დავინახეთ, რომ ჩაატარეს რუსული სტილის სპეცოპერაცია, მაგრამ, ახლაც არ ვაკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ საზოგადოებას ვანახოთ ერთიანობა. როგორ შეიძლება, ჩვენ სხვას მოვთხოვოთ, რომ დაიჯეროს ის, რასაც ჩვენ ბოლომდე ვერ ვაკეთებთ. დღევანდელმა დღემ გვანახა, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, მისი კრიშა არის პუტინი და ეს რეჟიმი დაემსგავსება ლუკაშენკოს რეჟიმს. ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა და საბოლოო ჯამში, დემოკრატია ასე მუშაობს, ასეთ რეჟიმებს ქუჩაში გამოსული ხალხი ამარცხებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები