spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – 26-ში ეს გემი დაიმსხვრევა, ჩაიძირება და დარჩებით ოპოზიციაში და ეს თქვენი ცხოვრების სირცხვილი იქნება

ამ კაცის გვერდზე დგომა სახელმწიფო ღალატია. თქვენი ბედნიერება ის იქნება, რომ აღარ იქნებით ამ პარტიის ნაწილი, რადგან 26-ში ეს გემი დაიმსხვრევა, ჩაიძირება და დარჩებით ოპოზიციაში და ეს თქვენი ცხოვრების სირცხვილი იქნება,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნებამ” დღეს გამხმარი ბაობაბების ფრაქცია წარადგინა.

“ეს არის მამონას ღმერთი და გამხმარი ბაობაბების ფრაქცია წარადგინეს. ბიძინა მათ უყურებს როგორც ზოოპარკების ბინადრებს. ვინც არის ლიდერი, უნდა გამოაჩინო, რომ არ დაავიწყდეს ხალხს. ერთი კაცი თამაშობს ჩვენი ბედით, მომავლით, ქვეყნის უსაფრთხოებით, მოქალაქეების ნერვებით. რა მნიშვნელობა აქვს ვინ წარადგინეს. სამწუხაროდ, ძალისმიერი სპორტი მთლიანად ხელისუფლებაზეა მიბმული. ეს არ არის ჩვეულებრივი ხელისუფლება, ეს არის რუსეთის, მოღალატე ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანას წაართვა ევროპული მომავალი, ჭაობში მიაქანებს ქვეყანას.

პეტრიაშვილის და ტალახაძის გასაგონად მინდა, ვთქვა –  თქვენი ბედნიერება ის იქნება, რომ აღარ იქნებით ამ პარტიის ნაწილი, რადგან 26-ში ეს გემი დაიმსხვრევა, ჩაიძირება და დარჩებით ოპოზიციაში და ეს თქვენი ცხოვრების სირცხვილი იქნება. ხალხი ამას გაპატიებთ, იმდენი კარგი გაგიკეთებიათ და იმდენი გული გაგიხარებიათ, მაგრამ ამ კაცის გვერდზე დგომა სახელმწიფო ღალატია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. სიის პირველი ნომერი კი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები