spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – ამ შოკიდან ადამიანები გამოდიან და ახლა გროვდება ბრაზი, რადგან კრიტიკულ ზღვარს არის ქვეყანა მისული

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ასეთი უმრავლესობა გრძნობს თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად. პირველი რეაქცია ადამიანების მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო დეპრესიული, მაგრამ ამ შოკიდან ადამიანები გამოდიან და ახლა გროვდება ბრაზი, რადგან კრიტიკულ ზღვარს არის ქვეყანა მისული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ჩამოყალიბდა ქვეყნად, სადაც ნებისმიერი სიკეთე შეიძლება, იქცეს ტყუილისა და გაყალბების ინსტრუმენტად.

“გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ასეთი უმრავლესობა გრძნობს თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად. პირველი რეაქცია ადამიანების მხრიდან, რა თქმა უნდა, იყო დეპრესიული, მაგრამ ამ შოკიდან ადამიანები გამოდიან და ახლა გროვდება ბრაზი, რადგან კრიტიკულ ზღვარს არის ქვეყანა მისული. თუ ეს პარლამენტი შედგა და თუ ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებას აქვს, არ დაკმაყოფილდა, ქართული დემოკრატია დაასრულებს არსებობას, ჩვენ შევალთ განვითარების ახალ ფაზაში, რასაც ჰქვია ბელარუსიზაცია. ამ არჩევნებმა შოკი გამოიწვია. ეს არჩევნები თანამედროვე ტექნოლოგიების თანხლებით იყო, ჩვენ არ ვართ ამ ტექნოლოგიების წინააღმდეგი, თუმცა ისიც გვესმის, რომ საარჩევნო პროცესი ყველაზე ნელა ითვისებს ამ პროცესებს და ეს ეხება მთავარ ნერვს, ძალაუფლების ცვლილებას. ჩვენ ჩამოვყალიბდით ივანიშვილის პირობებში ქვეყნად, სადაც ნებისმიერი სიკეთე შეიძლება, იქცეს ტყუილისა და გაყალბების ინსტრუმენტად. შეიქმნა სისტემა, სადაც ხელისუფლების მიღმა ყველაფერი არის დეკორაციული, პარლამენტში ჯდომაც არის დეკორაციული. ამ სისტემას წარმოდგენილი აქვს, რომ ადამიანები უნდა ასრულებდნენ მხოლოდ დეკორაციის ფუნქციას და თვითონ უნდა აკეთებდნენ ყველაფერს. უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კრემლის ერთ-ერთი ფეხი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუშინდელი დღე იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ხალხის გვერდით, მან გამოაცხადა, რომ ეს არჩევნები არის ყალბი და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები