ივანიშვილის ლეგიტიმაციის წყარო ხდება პუტინის რუსეთი, იმიტომ, რომ არჩევნებს, რომელიც აქ ჩატარდება, ლეგიტიმაცია არ ექნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმდენად ჩაკეტილია, რომ მოწყვეტილია რეალობას.
“ივანიშვილს აქვს სერიოზული პრობლემა, იმდენად ჩაკეტილი ტიპია, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალურ დუღილს. 100 %-ით ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილმა თვეებიც ვერ გაძლოს, იმიტომ, რომ დღეს, რასაც ვხედავთ ეკონომიკაში, ეს არის სხვა განზომილება.
ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ კანონის მიღების შემთხვევაში და დასანქცირების 100 %-იანი ალბათობის პირობებში, არჩევნები, რომელიც აქ ჩატარდება და ის ფაქტობრივად არჩევნებიც არ იქნება, უბედურება იქნება, ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომ ივანიშვილის ლეგიტიმაციის წყარო ხდება პუტინის რუსეთი, იმიტომ, რომ დასავლეთი ყოველთვის იტყვის, რომ შენ ხალხმა უნდა აგირჩიოსო. ამიტომ ავადმყოფი, გიჟი, რომელსაც უნდა, რომ ძალაუფლება მუდმივად ჰქონდეს, იტყვის, რომ შენ მე გადატრიალებას მიწყობ. მაგრამ თუ ეს გადატრიალებას გიწყობს, ვიღაც გჭირდება, ვინც დაგიცავს, ასეთია პუტინი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.