ბიძინა ივანიშვილი ვითომ გაიწია, წავიდა და ორი ერთმანეთზე უფრო უარესი, დაუბალანსებელი გიჟი დატოვა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილი ვითომ გაიწია, წავიდა და ორი ერთმანეთზე უფრო უარესი, დაუბალანსებელი გიჟი დატოვა. კობახიძე და ღარიბაშვილი, ესენი არ არიან ნორმალურები.
ღარიბაშვილი უკვე გასაკოჭია, ხალხო, პირბადე აღარ ეყოფა, პირდაპირ ალიკაპი უნდა გაუკეთო, ისეთ სიგიჟეებს ლაპარაკობს. უკვე საერთოდ გარტყმაში აღარ არის, რა ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, ვეღარ ხვდება”, – განაცხადა უგულავამ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.