spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც შიშებით კი არ მართავს ქვეყანას, არამედ მართავს გონებით, საღი აზრით

ივანიშვილი შიშებით მართავს ქვეყანას და ცდილობს ადამიანების დაშინებას. ვერ შევდგებით ჩვენ სახელმწიფოდ და საზოგადოებად, თუ ვიქნებით მხოლოდ შიშებით მართული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას გონებით მართავს და არა შიშებით.

“ესენი თუ მოვიშორეთ სამ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ესენი თუ დარჩნენ, დავკარგავთ უვიზო რეჟიმსაც.

ივანიშვილი გიჟია, შიშებსაა აყოლილი, შიშებით მართავს ქვეყანას და ცდილობს ადამიანების დაშინებას. ვერ შევდგებით ჩვენ სახელმწიფოდ და საზოგადოებად, თუ ვიქნებით მხოლოდ შიშებით მართული. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც შიშებით კი არ მართავს ქვეყანას, არამედ მართავს გონებით, საღი აზრით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი არის უკანონო და უსინდისო პატიმრობაში.

“მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო და უსინდისო პატიმრობაში. თუ ესენი დარჩნენ, შეიძლება, თავზე ტომარა ჩამოაცვან და რუსებს გადასცენ. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არის მსხვერპლშეწირვის ობიექტი.

ჩემთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის დამამცირებელი. სანამ ეს კაცი იქნება ციხეში, ეს ჩვენი ქვეყნის დამცირება იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება საქართველოს თავისუფლება, იქნება მიშაც თავისუფალი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები