ივანიშვილმა მოახერხა ამ 12 წლის განმავლობაში, რომ გამოეყვანა ზომბის, გინდათ, დაარქვით ჩუსტის ჯიში, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, რომელიც მზადაა, ივანიშვილს დაეთანხმოს ყველა ბოროტებაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სისტემის ჩამოშლა მხოლოდ ერთიანობასა და კონსოლიდაციას შეუძლია.
“ლურჯი მელია” ეს მულტფილმი ძალიან ჰგავს ივანიშვილს. დღეს ჩვენ მივედით იმ მოცემულობამდე, სადაც ყველა ერთია ზომბების წინააღმდეგ. ივანიშვილმა მოახერხა ამ 12 წლის განმავლობაში, რომ გამოეყვანა ზომბის, გინდათ, დაარქვით ჩუსტის, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, სპეციალური ჯიში, კოლექტიური კობახიძე, რომელიც მზადაა, ივანიშვილს დაეთანხმოს ყველა ბოროტებაზე. ასე მუშაობს დღეს სისტემა და ამ სისტემის გაჩერება შესაძლებელია არნახული კონსოლიდაციით და ერთიანობით. ჩვენ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთი, შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ შეგნებით უნდა შევიდეთ მეორე ფაზაში. ეს ფაზა უკავშირდება შემოდგომის არჩევნებს, ეს იქნება უბედური არჩევნები. ბოლო შანსია არჩევნების და ივანიშვილი თუ დარჩა, ეს არჩევნები ფორმალურიღა იქნება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.