spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – დღეიდან იწყება 24-საათიანი პროტესტი, რა თქმა უნდა, პირველი კულმინაციური დღე იქნება 25 ნოემბერს

დღეიდან იწყება 24-საათიანი პროტესტი, რა თქმა უნდა, პირველი კულმინაციური დღე იქნება 25 ნოემბერს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი გადაწყვეტს, ეს მიტაცებული პარლამენტი მოქმედებაში მოიყვანოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეებს სხვა მეთოდი ამოწურული აქვთ, აჯანყების უფლება რჩებათ.

“დღეიდან იწყება 24-საათიანი პროტესტი, რა თქმა უნდა, პირველი კულმინაციური დღე იქნება 25 ნოემბერს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი გადაწყვეტს, ეს მიტაცებული პარლამენტი, ეს სიმულაციური და რუსული პარლამენტი მოქმედებაში მოიყვანოს. ამოცანა ძალიან კონკრეტულად ჩანს – როდესაც მიტაცებულია ყველაფერი, 25 ნოემბერი იქნება მნიშვნელოვანი და ვიქნებით ბევრი.

საზოგადოებას აქვს აჯანყების უფლება, როდესაც ყველა სხვა მეთოდი არის ამოწურული, როდესაც სამართალი და კონსტიტუცია არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა. ფეხზე ჰკიდიათ ეს და თავისით ჭრიან ამას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები