spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი უგულავა – ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ აღარ იყოს პოლიტპატიმარი

ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ აღარ იყოს პოლიტპატიმარი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ფოთის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენაზე განაცხადა.  

 

მისი თქმით, ხელისუფლების აქციაზეც მრავლად იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც შიშის გამო იყვნენ იქ  და ეს ხალხიც გასათავისუფლებელია. 

 

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიულ გზაგასაყარზე ვიმყოფებით, როდესაც ქვეყანა გადადის კოალიციურ მმართველობაზე, იმ მმართველობაზე, დააზღვევს თითოეულ ჩვენთგანს და სიკეთეს მოუტანს თითოეულ თქვენთაგანს – ეს არის ჩვენი ბრძოლის საზრისი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

 

თქვენ, ალბათ,  ნახეთ ხელისუფლების თავყრილობა, მინდა გითხრათ, რომ უბადრუკია ის ხელისუფლება, რომელსაც ჰგონია, რომ ხელისუფლების მიტინგები რაოდენობით იზომება, სამარცხვინოა ზოგადად მიტინგები იმის მაგივრად, რომ ხალხის გასაჭირზე საუბრობდნენ, რომ ის ფულით, თუნდაც გაჭირვებული ადამიანებისათვის დაერიგებინათ ის მილიონები, მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. ხელისუფლების მიტინგები არის მარაზმი, ჩვენ დავინახეთ, როგორ სწრაფად, უემოციოდ იშლებოდნენ ის ადამიანები.  ჩვენ არ უნდა შევიზიზღოთ ის ხალხი, იქ ჩვენი თანამოქალაქეები არიან.  უამრავი მათგანი, თქვენ ნახეთ ტელევიზიით, მიდიოდა იმიტომ იქ, რომ მოეთხოვა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რომ მოეთხოვა “ქართული ოცნების” წასვლა, ამიტომ იქაც ძალიან ბევრია ჩვენი მომხრე, უბრალოდ, ეშინიათ ადამიანებს, ამიტომ ჩვენი ბრძოლა არის შიშის წინააღმდეგ, შიში, რომელიც არასდროს არ შეიქმს სიყვარულს, ეს შიში არის ძალიან ცუდი რამე. საქართველოს მოქალაქეს არასდროს აღარ უნდა ეშინოდეს სახელმწიფოსი, არ უნდა ეშინოდეს მერის, არასდროს არ უნდა ეშინოდეს უშიშროების და პოლიციის. ამის გარანტი, მეგობრებო, იქნება ის, რომ ჩვენ ვცვლით სისტემას და მომავალი არის კოალიციის”, – განაცხადა გიგი უგულავამ ზუგდიდის აქციაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები