spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – ეს ჩვენ გეგმებში არაფერს შეცვლის, პირიქით, უფრო მუხტის მომცემია

ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, გეგმები არ იცვლება.

“ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, პროტესტი ერთ ადგილას არ არის მიჯაჭვული. პროტესტი ყოველთვის მობილურია. საბოლოო ჯამში, ყველა მაინც პარლამენტთან უნდა მივიდეთ, იქ იქნება რუსული დუმის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოგვაწვებიან – ვივლით. გზა დაილევა ქალაქში, მოედანი თუ როგორ? ამწუთას დაგვშლიან? ხალხი ემატება. ეს ჩვენ გეგმებში არაფერს შეცვლის, პირიქით, უფრო მუხტის მომცემია. ჩვენს ყველა მეგობარს, აქტივისტს მინდა ვთხოვო, რომ მოერიდონ დაჭერას” , – განაცხადა გიგი უგულავამ.

თსუსთან მიმდინარე აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები