spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი უგულავა – ეს კომისია მთლიანად იმაზეა მიმართული, რომ საქართველოში ჩაკვდეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ინსტინქტი

ეს კომისია მთლიანად იმაზეა მიმართული, რომ საქართველოში ჩაკვდეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ინსტინქტი. ამიტომაც, აქ არაფერი ახალი არ არის, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი ქართულ ჯარს შეურაცხყოფს.

“ბოლო დღეებში, რასაც წულუკიანისგან ვისმენთ, არაფერი ახალი არ არის. ავტორიტარებისთვის, რომლებსაც ხშირად ლოგორეა და შეუკავებლობა ახასიათებთ, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, წინასწარ გაამჟღავნონ საკუთარი იდეები და გეგმები, რომლებიც შემდეგ უნდა განახორციელონ.

უკვე ორი დღეა, ვაკვირდებით, როგორ შეურაცხყოფს “ქართული ოცნების“ სახელით წულუკიანი ქართულ ჯარს და როგორ ცდილობს სახელმწიფოს დაცვის იდეის დისკრედიტაციას.

ეს კომისია მთლიანად იმაზეა მიმართული, რომ საქართველოში ჩაკვდეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ინსტინქტი. ამიტომაც, აქ არაფერი ახალი არ არის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ კომისიის, ივანიშვილისა და კრემლის სამიზნე მხოლოდ ომი და მისი ისტორიის გადაწერა არ არის. მათ სურთ, ფესვებიანად ამოთხარონ ის სიმართლე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ 2003 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის დროს დააყენა. სწორედ ამიტომ, ეს კომისია იწყება ვარდების რევოლუციიდან.

რა არის მათი გეგმა? ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კომისიას კონკრეტული ამოცანა აქვს – მთლიანი ეპოქის კანონგარეშე გამოცხადება და მისი სრული დემონიზაცია. ამის შემდეგ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, გააუქმებენ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც მოისურვებენ და თავადვე დაარქმევენ მათ სასურველ სახელებს.

შემდეგი ეტაპი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაოფიციალურებაა. ამის მცდელობა უკვე გვინახავს- გავრილოვის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. მაშინ ეს იყო ურთიერთობების გაოფიციალურების არაოფიციალური მცდელობა, რომელიც საზოგადოების მასშტაბური პროტესტით და რისხვით დასრულდა.

ამასთან ერთად, მიმდინარეობს ევროპაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების გაბათილება. ეს შემთხვევითი არ არის, საბოლოო მიზანი ისაა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაშიც, მხოლოდ პრორუსული ძალები დარჩნენ”, – განაცხადა უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები