გელათისნაირი ძეგლის მოვლა-პატრონობა არის სახელმწიფოს პირველადი დანიშნულება, ამიტომ, პასუხისმგებლობის მოხსნა, ეს არის კატასტროფა, უსისხლძარღვო უსინდისობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც გელათის თავს ხდება, “ქართული ოცნების” კლასიკური ბოროტებისა და უპასუხისმგებლობის მაგალითია.
“გელათის თავს, რაც ხდება, ეს არის კლასიკური მაგალითი “ქართული ოცნების” ბოროტებისა და უპასუხისმგებლობის. თავიდან დახარჯეს ფული, ვითომ, რესტავრაცია გააკეთეს, სინამდვილეში კი ყველაფერი არასწორად გააკეთეს. სხვათა შორის, ივანიშვილსაც აქვს პირადი ფული დახარჯული და გელათი თუ არ აინტერესებს, ჩვენი ისტორია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული ფული თუ არ აინტერესებს, თავისი ფული მაინც მოიკითხოს, სად წავიდა, ამ კაცს მხოლოდ თავისი ფული აინტერესებს.
გელათისნაირი ძეგლის მოვლა-პატრონობა არის სახელმწიფოს პირველადი დანიშნულება, ამიტომ, პასუხისმგებლობის მოხსნა, ეს არის კატასტროფა, უსისხლძარღვო უსინდისობა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.