spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი უგულავა – მეუფეო, კვირა დილით ზიარება მაცხოვრის სისხლითა და ხორცით ხდება და არა ღვინით ნაბახუსევზე გამოსვლით, რას ბჟუტურებთ? პუტინის ცეცხლოვანი ენა საუბრობდა თქვენის სახით

გიგი უგულავა ბოდბელი ეპისკოპოსის დღევანდელ ქადაგებას ეხმაურება.

 

“მეუფეო, კვირა დილით ზიარება მაცხოვრის სისხლითა და ხორცით ხდება და არა ღვინით ნაბახუსევზე გამოსვლით. რას ბჟუტურებთ? არ გცხვენიათ!

 

ამ სულთმოფენობა დღეს, სამწუხაროდ, პუტინის ცეცხლოვანი ენა საუბრობდა თქვენის სახით. 

 

სახელმწიფოსთან ერთად ჩვენი ეკლესიაც გადასარჩენია! იქიდან გვექაჩებიან, თუ – გვექაჩებიან რუსეთისკენ. დროა ეკლესიის პატრიოტულმა და საღმა ნაწილმა ამ ეშმაკის მქადაგებლებს სიმართლის ხმა, ხმა მაღალი და გასაგები, დაუპირისპიროს.

 

მეუფე იაკობი – “ევროპას ასე, როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო – ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? – საუკუნეებია სისხლით მოვდივართ და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?”

 

“რუსულ გაზზე ხომ ხელს ითბობს ევროპაც და უკრაინაც, ჩვენგან რა უნდათ? – ვინ ეკითხება, ვისგან ვიყიდი საჭმელს?”, – წერს უგულავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები